top of page

დაე საქართველოს ცა კაშკაშებდეს, ჩვენი ვარსკვლავებით!

Pink Sugar
480210240_8840892529371240_891582116186062920_n_edited.jpg

ახალი სიცოცხლის დაბადება ყველაზე სათუთი, ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე წმინდა გრძნობაა. ეს არის სიხარული, რომელიც გულს უდიდესი სიყვარულით ავსებს და სამყაროს ფერად ხდის. მაგრამ როდესაც ეს ბედნიერება ოცნებად რჩება, როდესაც ქალი, რომელიც სიცოცხლეს იძლევა, თავად ვერ ხდება დედა – ეს ტკივილია, რომელიც მთელ არსებას მოიცავს.საქართველოში უშვილობის სტატისტიკა საგანგაშოა. ათასობით ოჯახი წლობით ელის სასწაულს, იმედის თვალებით უყურებს მომავალს, მაგრამ ყოველი დღე მხოლოდ მოლოდინის მძიმე ტვირთს უმძაფრებს. დედობა ხომ ქალის გულში დაბადებული ყველაზე წმინდა ოცნებაა, ოცნება, რომელიც ზოგჯერ ბუნებრივად არ ხდება რეალობა.ხელოვნური განაყოფიერება იმედის ბოლო სხივია მათთვის, ვისაც ბუნებამ ეს ბედნიერება მოჰპარა. მაგრამ იმედის ეს ბოლო სხივიც ბევრისთვის მიუწვდომელი ხდება – პროცედურები დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, რის გამოც უამრავი ოჯახი იძულებულია, დანებდეს. რამდენი ღამე გაუსწორებია ცრემლებით სავსე თვალებით ცას და მხოლოდ ერთი სურვილი უთქვამს: "ღმერთო, მაჩუქე შვილი..."ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, არ უნდა დავუშვათ, რომ დედობისთვის ბრძოლის გზაზე ვიღაც მარტო დარჩეს. გვერდში დგომა, მხარდაჭერა, ერთად გაღებული სიკეთე – ეს არის ის, რაც შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს. დედობა მხოლოდ ქალის კი არა, მთელი სამყაროს ბედნიერებაა. და როდესაც ქალი იღიმის – მთელი სამყარო იღიმის.შევქმნათ სამყარო, სადაც ოცნებები სრულდება. შევქმნათ სამყარო, სადაც ყოველი ქალი, ვისაც დედობა სურს, გულში  შვილს ჩაიკრავს და ბედნიერებით აცრემლებული თვალებით მადლობას ეტყვის სამყაროს.

ფონდი

ფინანსური ანგარიშგება

ხშირად დასმული კითხვები

პარტნიორები

ფონდის შესახებ

ფონდის კეთილი

ამბები

მიიღე მონაწილეობა

შემოწირულობა

მოხუცების სურვილები

სნეულთა სურვილები

დაფინანსეთ ჩვენი პროგრამები

სოციალური ქსელები

დააფინანსეთ უშვილო წყვილები

image.png
image.png
image.png
image.png
დასფ.png
image.png
image.png

The "Chveni fondi" Fund was assigned the status of a charity Foundation dated 03.03.2024

© 2024 "Chveni fondi" Fund

bottom of page