ფონდის ისტორია

ალბად დაგაინტერესებთ როგორ შეიქმნა ,,,ჩვენი ფონდი,, დიახ, ეს ჩვენი ფონდია, თითოეული თქვენთაგანის ფონდი, მომავლის ფონდი. კაშკაშა ვარსკვლავების ფონდი და არა მარტო. ჩვენი ფონდი შვილობილი ფონდია ,, სანდრა მედის,, რომელსაც უამრავი შვილს მოწყურებული წყვილი სტუმრობდა . სანდრა მედის უამრავი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს, დიახ, ისინი ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავები არიან, მაგრამ ყველა ვერ ახერხებდა ჩვენამდე მოსვლას, მიზეზი კი უსახსრობა გახლავთ. დიდი თანხა და ხანგრძლივი პერიოდი ჭირდება სასურველ მიზნამდე მისვლა, ეს კი მარტივი არაა. როცა ვნახეთ, რომ წყვილები რომლებსაც 3, 5, 7, 10 და ხანდახან 16 ხელოვნური აქვს გაკეთებული მაგრამ შედეგს ვერ იღებს, არც ფარხმალს ყრის, არც ნებდება და ბრძოლობს სასურველი შედეგის დადგომამდე უფლება არ გაქვს გვერდით არ დაუდგე, მისი ტკივილი არ გაითავისო... არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოში 900 000 ზე მეტი უშვილო წყვილია რომელსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება. სწორედ ეს იყო წინა პირობა ფონდის შექმნის. ჩვენი ფონდი ძალიან ახალგაზრდაა, ჯერ ერთი წლისაც არ ვართ, დიდი სურვილი გვაქვს გავიზარდოთ, ისე გავიზარდოთ, რომ საქართველოში სანთლით საძებარი გაგვიხდეს უშვილო წყვილი. ფონდი დაარსდა 2024 წლის 3 მარტს