საჭიროა 17000 ლარი
შემოსულია 351.5 ლარი
თანხა დათვლილია 06.10.2026
ალექსანდრე ღამბარაშვილი
.
ჩვენს ბენეფიციარს უმძიმესი ტრაგედია შეემთხვა, მას მანქანა დაეჯახა და ავარიის შედეგად ფეხის ამპუტაციის გადატანა მოუწია. დღეს ის არა მხოლოდ დაკარგული ფეხის, არამედ უმძიმესი და აუტანელი ტკივილების წინაშე დგას. მას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო კვლევები, ექიმების კონსულტაციები და შესაბამისი მკურნალობა, რათა დადგინდეს ტკივილის მიზეზი და მისი მდგომარეობა შემსუბუქდეს. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ადამიანი, ვინც მას დაეჯახა, დაზარალებულის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს არ ანაზღაურებს. ის სასჯელს ციხეში იხდის, მაგრამ ამ დროს დაზარალებული, რომელმაც ავარიის შედეგად ფეხი დაკარგა და დღეს მძიმე ტკივილებით ცხოვრობს, საკუთარი მკურნალობისთვის საჭირო თანხის გარეშეა დარჩენილი. ანუ იმის ნაცვლად, რომ დაზარალებულის ჯანმრთელობისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებაში დაეხმარონ, მთელი ტვირთი თავად დაზარალებულსა და მის ოჯახზეა დარჩენილი. ახლა მას ჩვენი დახმარება სჭირდება. 🙏❤️ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაიტაროს ყველა აუცილებელი კვლევა, მიიღოს სათანადო მკურნალობა და გაიაროს რეაბილიტაცია. ვინც შეძლებთ, გთხოვთ, დავუდგეთ გვერდით ადამიანს, რომელმაც ერთი ავარიის შედეგად ჯანმრთელობა, ფეხი და ცხოვრების ჩვეულებრივი შესაძლებლობა დაკარგა. ერთად შევუმსუბუქოთ მას ის ტკივილი და მძიმე გზა, რომლის გავლაც მარტო უწევს. ❤️🙏


