top of page
image.png

GE08TB7935736080100016

GE15TB7935736180100003 

$ €

ფდგდგგ.png

GE08BG0000000586688967

₾ $ €

image.png

GE33CR0120009543103608

image.png

₾ $ €

საჭიროა:   10 000 ₾

შემოსულია:   60 ₾

მილენა საროიანი & ერიკ საროიანი

  • .

    უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საოცარ ფონდს, მის დამფუძნებელს – სანდრა ზოიძეს და ნინო გაბესკელიანს დახმარებისთვის, ასევე ვინც ხელი შემიწყო ამ პატარა იმედის გაღვიძებაში. 
    ბავშვობიდან მჯეროდა სასწაულების, მაგრამ არასდროს მქონია შესაძლებლობა, საკუთარი თავით მენახა. თუმცა, მოხდა სასწაული!  მე აქ ვარ და ეტაპობრივად წინ მივიწევ. 
    უკვე 16 წელია, სიყვარულით შექმნილი ოჯახი მაქვს.  უფლის მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელით ოჯახის სრულყოფილად გაერთიანება, მაინც ერთად და კარგად ვართ. 
    თავიდან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სირთულეებში აღმოვჩნდებოდი.  წლების განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდი მკურნალობას, გადავიტანე ოპერაციები, რომელთა შედეგადაც ორივე ფალოპის მილი დამიზიანდა და ხელოვნური განაყოფიერების იმედიღა დამრჩა.  მეგონა, ეს იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ გზასაც უამრავი იმედგაცრუება მოჰყვა—3-4 უშედეგო ცდა, უსასრულო მედიკამენტები, უზარმაზარი ფინანსური დანაკარგი, ფსიქოლოგიური სტრესი  და გატეხილი გული. 
    ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი ოჯახი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.  ყველა რესურსი ამოგვეწურა, დარჩა მხოლოდ ვალები და ერთადერთი სახლი, რომელიც ბანკში გვაქვს ჩადებული. 
    მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლას არ ვწყვეტ!  იმედს ბოლომდე არ ვკარგავ, რადგან აქამდე თქვენი დახმარებით მოვედი.  ჩემი უდიდესი ოცნებაა, გავამთელო ჩემი ოჯახი და ერთხელაც მეც გავხდე დედა. 
    ნებისმიერი დახმარება ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც ყველაზე მცირედი თანხაც კი. სიკეთე გადამდებია! 
    თუ ვინმეს გექნებათ დახმარების სურვილი, გთხოვთ, დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ ჩემი სახელი და გვარი – მილენა საროიანი  წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა ჩემამდე ვერ მოაღწევს. 

ფონდი

ფინანსური ანგარიშგება

ხშირად დასმული კითხვები

პარტნიორები

ფონდის შესახებ

ფონდის კეთილი

ამბები

მიიღე მონაწილეობა

შემოწირულობა

მოხუცების სურვილები

სნეულთა სურვილები

დაფინანსეთ ჩვენი პროგრამები

სოციალური ქსელები

დააფინანსეთ უშვილო წყვილები

image.png
image.png
image.png
image.png
დასფ.png
image.png
image.png

The "Chveni fondi" Fund was assigned the status of a charity Foundation dated 03.03.2024

© 2024 "Chveni fondi" Fund

bottom of page