საჭიროა: 10 000 ₾
შემოსულია: 3409 ₾
ნანა კუკულავა & გურამ ჩახვაძე
.
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ქალბატონ სანდრას და მის გუნდს! ჩემი ცხოვრებაში თქვენი გამოჩენა ახალი ვარსკვლავის ანთების მიზეზი გახდა.
ბავშვობაში ჩემი საყვარელი თამაში დედაშვილობანა იყო. ეს ხომ ქალის გენეტიკურ კოდში დევს – რომ ის დედა იყოს, იზრუნოს, გაზარდოს, აღზარდოს და გზაზე დააყენოს.
პროფესიით ფილოლოგი ვარ. ისე მოხდა, რომ სკოლაში არა, მაგრამ უფალმა საბავშვო ბაღის კარი გამიღო და ამისთვის მადლობა მას! ისინი ყველაზე საოცარი, თბილი და გულწრფელი პატარა ადამიანები არიან, დიდი გულებით. მას შემდეგ ლამის 15 წელია, ასე ერთად მოვდივართ სიყვარულით. მათთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა. მათი ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორივესთვის დიდი გამარჯვებაა.
ბევრი თაობა გაიზარდა და დაფრთიანდა ჩემს თვალწინ. ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ის დღე, როცა ჩემს შვილს საბავშვო ბაღში მივიყვანდი და როგორ ჩაივლიდა მისი პირველი დღე…
დავოჯახდი და მოლოდინის რეჟიმიც ავტომატურად ჩაირთო. შემდეგ იყო უამრავი კვლევა, ანალიზი, დიდი დაიმედება და, სამწუხაროდ, დიდი იმედგაცრუებაც.
უკვე 6 წელია, იმ ქალთა რიგებს შევუერთდი, რომლებიც ჩემსავით შვილზე ოცნებობენ.
ერთხელ მითხრეს:
– ნუ ნერვიულობ, ნანა! საკუთარი თუ არ გყავს, აგერ რამდენი ბავშვის მშობელი ხარ.
გამიხარდა და, იმავდროულად, მეწყინა კიდეც… მე ის "მშობელი" ვარ, რომელიც დღის ბოლოს სამსახურიდან სახლში მარტო ბრუნდება. მეც მინდა, რომ მერქვას მშობელი! მინდა, რომ ისეთივე სიხარულით და ხელებგაშლილი შემომეგებოს შვილი, როგორც ჩემი აღსაზრდელები.
უფლის ნებით და თქვენი გვერდით დგომით, იმედი მაქვს, რომ ჩემს ოცნებას ფრთები შეესხმება და რეალობად იქცევა.


