top of page
image.png

GE08TB7935736080100016

GE15TB7935736180100003 

$ €

ფდგდგგ.png

GE08BG0000000586688967

₾ $ €

image.png

GE33CR0120009543103608

image.png

₾ $ €

საჭიროა 150 000 ლარი 
შემოსულია  68787 ლარი

თანხა დათვლილია  25.07.2026

რამაზი ნინიძე

  • .

    იმ საღამოს 30 წლის ახალგაზრდამ, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ცხოვრება რამდენიმე წუთში სამუდამოდ შეიცვლებოდა. კარზე აკაკუნებდა, რეკავდა, ეძახდა ცოლს, მაგრამ შიგნიდან არავინ პასუხობდა. სახლში მისი მეუღლე და ორი შშმ შვილი იყვნენ. ცოლს ბავშვები დაეძინებინა და თავადაც გადაღლილს ღრმა ძილით ჩასძინებოდა, მაგრამ ამას საიდან გაიგებდა კართან მდგარი მამა? ყოველი უპასუხო წუთი მისთვის საშინელ აზრებად იქცეოდა. წარმოიდგინა, რომ მის შვილებს რაღაც დაემართათ, რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ, რომ შეიძლება მისი ოჯახი გაზმა გაგუდა და ა.შ.

    გამოიძახა სამაშველო, მაგრამ ვეღარ დაელოდა მათ. ავიდა მეზობელთან, მეოთხე სართულზე, რომ იქიდან როგორმე საკუთარ ბინამდე ჩასულიყო. უნდოდა მხოლოდ ერთი რამ თავისი შვილები ენახა ცოცხლები, მაგრამ ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა. რამდენიმე წამში მეუთხე სართულიდან ბეტონს დაემარცხა. იმ დღის შემდეგ, ოთხი თვეა ლოგინზე წევს ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინ ოჯახს არჩენდა. ორი შშმ ბავშვის მამა, რომელიც დილიდან საღამომდე შრომობდა, ყველაზე მწარე კი ის არის, რომ წელიდან ქვემოთ სხეულს საერთოდ ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს, როგორ უჩნდება ახალი ჭრილობა, როგორ ღრმავდება ძველი, როგორ ანადგურებს ნაწოლები მის სხეულს. ვერ გრძნობს, მაგრამ ხედავს... ხედავს, როგორ უჩანს უკვე ძვლები, როგორ დნება მისი სხეული საწოლზე და როგორ უძლურდება მისი ოჯახი მასთან ერთად. ალბათ ყველაზე მტკივნეული არც დაცემაა, არც ეს ჭრილობები და არც ინვალიდის ეტლის შიში. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა რომ შვილების კეთილდღეობა უზრუნველყო, ახლა უყურებს მათ უსუსურობაა, ვეღარ მოიტანს სახლში ცელოფნით სავსე პროდუქტს, ვერ წაიყვანს შვილებს სასეირნოდ, ვეღარ იმუშავებს. ვეღარ იქნება ისეთი მამა, როგორიც უნდოდა ყოფილიყო. იმ ღამეს მას ეგონა, რომ შვილების სიცოცხლე უნდა გადაერჩინა. სინამდვილეში კი, იმ ღამემ მისი ცხოვრება გაანადგურა. ახლა ამ ოჯახის გადასარჩენად ჩვენი რიგია. თუ ამ ისტორიამ გულამდე მოგაღწიათ, გთხოვთ, ნუ ჩაუვლით გვერდს. ზოგჯერ ერთი ლარიც კი სასწაულებს ახდენს. #გადაზიარებაც კი უდიდესი დახმარებაა მივიტანოთ რამაზის ტკივილი ყველას ყურამდე, ჩვენ ამას შევძლებთ, ვიცი და მჯერავს

ფონდი

ფინანსური ანგარიშგება

ხშირად დასმული კითხვები

პარტნიორები

ფონდის შესახებ

ფონდის კეთილი

ამბები

მიიღე მონაწილეობა

შემოწირულობა

მოხუცების სურვილები

სნეულთა სურვილები

დაფინანსეთ ჩვენი პროგრამები

სოციალური ქსელები

დააფინანსეთ უშვილო წყვილები

image.png
image.png
image.png
image.png
დასფ.png
image.png
image.png

The "Chveni fondi" Fund was assigned the status of a charity Foundation dated 03.03.2024

© 2024 "Chveni fondi" Fund

bottom of page