საჭიროა 150 000 ლარი
შემოსულია 45 250 ლარი
თანხა დათვლილია 13/02/2026 ჩათვლით
ქრისტინა სორდია
.
ზოგჯერ ტკივილი ისეთ სიმაღლეს აღწევს, რომ სხეული სიცოცხლის ყველა ფუნქციას კარგავს, მხოლოდ სუნთქავს ადამიანი და იმ სუნთქვისაც კი ცხვენია, ვეღარ უძლებს, ვერც სხეული და ვერც გონება იმ სიმწარეს რაც 26 წლის, 6 შვილის დედას დაემართა. 05.01.2025 წელს გალის რაიონში, აფეთქების შედეგად ვერცერთი შვილი ცოცხალი ვერ გადარჩა. ზოგჯერ ტრაგედია ანგრევს არა მარტო სახლს, არამედ მთელ სამყაროს. ქრისტინა სორდია არის დედა, რომელსაც ერთ დღემ ხუთი შვილი გაუქრო ცეცხლმა და კოვიდის დროს კი 1 შვილი. დედა, რომელიც ცოცხლად დარჩა იმ დღეს, რადგან სწორედ იმ ტრაგედიის წინა დღეს საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ გულით იმ დღესვე დაიფერფლა. ყველამ ვიხილეთ ეს ტკივილი. ყველამ გავიგონეთ ეს ყვირილი. ყველამ ვნახეთ ბრძოლა ახალი სიცოცხლისთვის და ახალი იმედისთვის. წყვილის ოჯახმა დახმარება სთხოვა ჩვენი ფონდის წარმომადგენლობას, დაიწყო გზა განაყოფიერებისკენ. დაიწყო ბრძოლა ახალი სიცოცხლისთვის. მაგრამ ტკივილი ისეთი მძიმეა, რომ ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ ინარჩუნებენ. ვიტალი ჭოლარია და ქრისტინა სორდია ერტმანეთს დაშორდნენ. განაყოფიერების პროცესი შეჩერდა. გზა, რომელიც ახალი სიცოცხლისკენ მიდიოდა, დაიხურა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა ფორმას იცვლის. დღეს ჩვენი მიზანი აღარ არის ახალი სიცოცხლე. დღეს ჩვენი მიზანია ქრისტინას გადარჩენა. იმ სივრცეში, სადაც მისი შვილები დაიწვნენ, ის ვერ სუნთქავს. ვერ იძინებს. ვერ ცხოვრობს. ვერ უძლებს. ყველა კედელი მეხსიერებაა. ყველა ხმა ყვირილია. ყველა დილა თავიდან დაწყებული ტრაგედია. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ თანხის აგროვებას ქრისტინასთვის ახალი ბინის შესაძენად სხვა სივრცეში, სხვა გარემოში, შორს იმ ადგილიდან, სადაც მისი ცხოვრება დაინგრა. ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი. ეს არის ფიზიკური გადარჩენა. ფსიქოლოგიური გადარჩენა. სულის გადარჩენა. ზოგჯერ ადამიანს სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ტკივილის სივრცეს შორდება. ჩვენ ვერ დავაბრუნებთ მის შვილებს. ვერ წავშლით მის მეხსიერებას. ვერ მოვუშუშებთ ტკივილს, რაც გამოიარა სამწუხაროდ მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ, არ დავტოვოთ იქ, სადაც გული ყოველდღე უკვდება, ვაგრძელებთ დახმარებას. ვაგრძელებთ ბრძოლას. ვაგრძელებთ მხარდაჭერას. რადგან ზოგჯერ გადარჩენა ნიშნავს არა დაბრუნებას, არამედ წასვლას. სხვა სივრცეში. სხვა ჰაერში. სხვა სიჩუმეში. შევუძინოთ ქრისტის ბინა თბილისში, შვილებთან ერთად, მან მთელი ცხოვრების აზრიც დაკარგა იქ სადაც ახლა ცხოვრობს. ქრისტი ამ ეტაპზე მშობლებთან ცხოვრობს. მას ჰაერივით ჭირდება ფსიქოლოგთან ვიზიტები და ასევე ახალი ბინა დედაქალაქში. გავერთიანდეთ ჩვენი ფენიქსი გოგოსთვის


