top of page

ელისაბედ გოგიბერიძე

წერილი დედისგან ელისაბედს ჩემო გაზაფხულის პირველო მერცხალო, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ბარტყო, სიხარულო და სიყვარულო, ჩემო თვალებ ციმციმა გოგო ❤️❤️❤️ ჩვენ ერთად ვართ. ❤️❤️❤️ 

რამდენიხანი ვეძებდით სიხარულო ერთმანეთს. რამდენიხანი ველოდით იმ სიხარულით სავსე წამებს როდესაც ერთმანეთს ჩავეხუტებოდით. ერთმანეთის გულისცემას გავიგონებდით და სიცოცხლეს აზრს მივცემდით. ❤️

მინდა გითხრა რომ ძალიან ძალიან ძალიან ნანატრი სიცოცხლე ხარ, ჩემო ცხოვრებავ. დიდი დრო გავიდა სანამ უფლის ნებით ჩვენ სწორ გზას დავადგებოდით და უფლის დახმარებით ყველაფერს გადავლახავდით. 

დადგა 24.07.2023 წელი შენსკენ მომავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი დღე...

ამ დღეს მე და შენ ერთმანეთს შევხვდით.

გული საგულედან ამოვარდებოდა მეგონა. როგორ ფეთქავდა იცი? აი შორი მანძილი შეუსვენებლივ რო გაირბინო და უცებ გაჩერდე... ალბად ამას თუ შევადარებ...

განძრევაც კი მეშინოდა სიარულზე ხო ლაპარაკი არ მაქ. ექიმმა რო მითხრა შეგიძლია ადგეო, კიდე 20 წუთი ვიწექი მეთქი ცოტას კიდე გავჩერდები თქო...

ამ დღიდან ჩაირთო ლოდინის დრო. ექიმმა გვითხრა 03.08.2023 წ. გავიგებთ პასუხსო... წელიწადი არ გაწელილა ასე მგონი როგორც ის დღეები იწელებოდა... აი ხელის განძრევისაც კი რო გეშინია ისე ვიყავი. ამავე დროს ჩემ თავს შევსძახებდი მშვიდად! მშვიდააად! და ასე გადიოდა საათები და დღეები... 

26.07.2023 წელს დილის 5-ს ნახევარზე სტამბულის დროით შენ სიზმარში მოხვედი ჩემთან... თითზე ხელი ჩამკიდე და მაგრად მომიჭირე... “აი... ვწერ და ეხლაც ისეთივე ჟრუანტელი დამდის როგორაც იმ დილას... შენთან ვარო დედაო მუ გეშინია. ... შენ დამაიმედე. დაძაბულობა მომიხსენი. მშვიდად დაელოდეო მანიშნე... 

დადგა 02.08.2023 წელი მე და მამიკომ გადავწყვიტეთ ამ დღეს გაგვეგო პასუხი... ის ორი საათი ორ დღედ იქცა, სანამ პასუხს მივიღებდით. არა და სიზმარი კი თვალწინ მიდგას, მარა მაინც მეშინია... იქნებ და რამე არასწორად გავაკეთე რითაც ვავნე და შეიცვალა რამე... 😔 მეშინოდა... 😔

მოდის პასუხი! 

პასუხი:დადებითია! 

ღმერთოოოოო ღმერთოოოოო ნუთუ მართალია, სიხარული, ცრემლები, თავის შეკავება ზედმეტად ემოციებისგან, ამ სიხარულის მიღების შიშიც, დაუჯერებლობა ღმერთოოოოო ღმერთო მადლობა ღმერთოოოო. 🙏

თვალებაცრემლებული ვუყურებდით პასუხს... კიდე ვერ ვიჯერებდით. პასუხი და სიზმარი ორივე ერთად ჩემს თვალ წინ იდგა. ხელს მუცელზე ვიდებ და გეფერები ჯერ კიდე ნამცეცას, მაგრამ ამხელა სიხარულს... ღმერთო 🙏 მადლობა 🙏

მინდოდა გაქანებული მეყვირა სამყაროსთვის "მადლობაააააააააა".

ღმერთო მადლობა!

სანდრამედის მადლობა! 

ბატონო ზია მადლობა!!!!! 🙏 

ყველას მიმართ მადლიერების გრძნობა. 

ექიმის და სანდრამედის გუნდის მიმართებაში გაათმაგებული მადლიერების გრძნობა. ღმერთით ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით. ის დიდი სირთულე რაც თავში წინ დაგვიდგა და ექიმობრივად ურთულესი ამოცანა იყო, ღმერთით ერთად გადავლახეთ. 

პასუხი: "დადებითია".!!!!!

ჩემო სიხარულო, აქედან დაიწყო ყველა დღის განსაკუთრებული სიფრთხილით ცხოვრება. რადგან დიდი პასუხისმგებლობა იყო. სიცოცხლეს უნდა გავფრთხილებოდით. იმ სიცოცხლეს რომელიც უამრავი წლების ნანატრი იყო და ღვთის საჩუქარი იყო. შენ სიცოვხლეზე ჩემო სიცოცხლე. ❤️ ულამაზესი ფეხმძიმობის დღეები მაჩუქე ჩემო სიხარულო. ❤️❤️ 

ისეთი კოხტა და ლამაზი იყავი მუცლად ყოფნის დროიდანვე რო ფეხმძიმობა არ მეტყობოდა 6 თვემდე. მეშვიდე თვეზე ცოტა უფრო დამეტყო და მე 9 თვეზე ვიყავი აი ვითომ ეხლა დაეწყო მუცლის ზრდაო. 😘😘😘😘😘 ჩემი კოხტა და დახატული სიცოცხლე ხარ, ჩემო პრანჭიკელა. ❤️

მე 16-ე კვირას ექოსკოპიაზე რო მივედით, ექიმი გვეუბნება რომ ნაყოფს მუცლის ღრუში ცისტა აქვსო... რა არი? საიდან გაჩდა? გაიწოვს? საშიშია? უამრავი კითხვები რაზედაც კონკრეტული პასუხი გარდა რო აი უნდა ვაკონტროლოთ დინამიკაში სხვა არ იყო...

შიში არ მქონია, გაუგებრობა კი. რა უნდა ვქნათ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ... მაგრამ პასუხი მხოლოდ ერთი იყო, "ვაკონტროლოთ". როგორც ყოველთვის უფალს მივენდე, ნება იყოს შენი. შენ იცი როგორაც არი კარგი და სწორი და იმ გზით წამიყვანე ღმერთო. ამას ვიმეორებდი გულში. ექიმებს უჯერებდით და დარიგებებს ვითვალისწინებდით. 

რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ფიქრმა თავისებური განცდა მოიტანა რასაც ვითომ არ ვამჟღავნდბდი, მაგრამ შიგნით გამჯდარი იყო. 

19 დეკემბერს შენ ისევ და ისევ ჩემ დასამშვიდებლად მოხვეფი სიზმარში... თან რა დღეს... 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის ღამეს...

შენ მოხვედი ჩემთან. გადახვეული, გადაკოჭილი იყავი ჩვილ ბავშვებს რო კოჭავენ ისე. სიზმარში ჯერ ერთმა ქალბატონმა აგიყვანა ხელში, მერე მეორემ, და შემდეგ ჩემთან ჩემ ხელებში აღმოჩდი. ულამაზესი ღიმილოთ შემომხედე, ორივე ხელებით მიკავიხარ, შენ თვალებში მიცქერი შენი ბრიალა თვალებით და მეუბნები: 

"რამდენიხანი გეძებდი დედა..."

ღმერთო, ეხლაც მაჟრიალებს. მეც დიდხანს გეძებდი დედი. სად არ გეძებდი სად არ ვიყავი რო მეპოვნე და შენ მოხვედი ჩემთან. ღმერთმა მაჩუქა შენი თავი.

ჩემი სიმშვიდე ხარ. ისევ და ისევ დამამშვიდე იმ ღამეს და მაგრძნობინე რო ჩემთან ხარ. რომ დავმშვიდდე. 

ჩემი ცხოვრების ნუგეში ხარ ჩემო სიცოცხლევ.

ჩვენ გვითხოვია ღმერთისთვის, მაგრამ! 

მაგრამ, მაშინ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაგვიგია თუ რას ვთხოვდით! მადლობა ღმერთო, რომ გაგვაგებიე. მადლობა ყველას ვინც ამ გზაზე ჩვენს გვერდით იყავით. 

ჩემო დახატულო. ჩემო ცხოვრების გამათფობელო გოგო... შენ ჩვენი შვილი ხარ, მაგრამ პირველ რიგში გახსოვდეს შენ უფლის შვილი ხარ. ყოველი ტაძარში შესვლის დროს უფალს მადლობა უთხარი სიცოცხლისთვის. 

არასდროს შვილო არასდროს არავის შეგშურდეს, ბოღმა არ ჩაიგროვო გულში და ნუ იქნები ბოღმიანი. იყავი მადლიერი, გულწრფელი, სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული. რასაც გააკეთებ გულით გააკეთე, თუ გული არ მიგიდის რაღაცაზე სჯობს საერთოდ არ გააკეთო. გახსოვდეს ვინც გამარჯობას გეტყვის ყველა "გამარჯვებას" არ გისურვებს. მაგრამ ისიც კი გიყვარდეს და დააფასე, რადგან ზუსტად ის გაგახლიერებს და ბევრ გაკვეთილს ჩაგიტარებს ცხოვრებაში.

უფალს მივანდე თავიდანვე შენი თავი. ღმერთს ებარებოდე ჩემო კაშკაშა ვარსკვლავო. უფლის შვილი ხარ სამუდამოდ. ჩვენ კი დროებით ვართ ამ ქვეყანაზე და რამდენიხანიც ვიქნებით მუდამ შენს გვერდით ვიქნებით. 

03.04.2024 წ. ჩვენ გავხდით სამნი. ❤️❤️❤️

ფონდი

ფინანსური ანგარიშგება

ხშირად დასმული კითხვები

პარტნიორები

ფონდის შესახებ

ფონდის კეთილი

ამბები

მიიღე მონაწილეობა

შემოწირულობა

მოხუცების სურვილები

სნეულთა სურვილები

დაფინანსეთ ჩვენი პროგრამები

სოციალური ქსელები

დააფინანსეთ უშვილო წყვილები

image.png
image.png
image.png
image.png
დასფ.png
image.png
image.png

The "Chveni fondi" Fund was assigned the status of a charity Foundation dated 03.03.2024

© 2024 "Chveni fondi" Fund

bottom of page